6 რამ რაც არასოდეს უნდა დაუმალოთ თქვენს გინეკოლოგს

ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეშინიათ ექიმების, ამიტომ სახლის პირობებში მკურნალობა ურჩევნიათ გამოკვლევებზე წასვლას. შეიძლება მსუბუქ გაციებას თავად მოერიოთ, მაგრამ გინეკოლოგიური პრობლემებისას აუცილებელია დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსის ჩატარება.

პირადი ცხოვრებისა და სექსუალური საიდუმლოებების გამომზაურება არც ერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს. გინეკოლოგთან გახსნა ნებისმიერი ქალის პრობლემაა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ექიმი კი არ გაგკიცხავთ, თქვენს დახმარებას ეცდება.

არასდროს დაუმალოთ თქვენს გინეკოლოგს:

1. თუ იკეთებთ ნარკოტიკს, ეწევით სიგარეტს ან ეტანებით ალკოჰოლს

გინეკოლოგები აღნიშნავენ: ,,ჩვენ ვმკურნალობთ მთელ სხეულს, რადგან ერთი ორგანოს (უჯრედის, გამონაზარდის) ფუნქციის დარღვევა იწვევს მეორეს - დაზიანებას. თუ რომელიმე პაციენტი ეწევა, ნარკოტიკის გავლენის ქვეშ არის ან ნასვამია, პერსონალურად მისთვის შედგენილი მკურნალობა უშედეგო იქნება. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მქონე ინდივიდებს ნორმისგან განსხვავებული სექსუალური ცხოვრება აქვთ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა."

2. სექსუალური პარტნიორების რეალური რაოდენობა


ექიმების აზრით: ,,არც ერთი გინეკოლოგი არ კიცხავს პაციენტს. თუ გინეკოლოგისგან გრძნობთ უარყოფით დამოკიდებულებას, სასწრაფოდ შეცვალეთ სხვა ექიმით. გინეკოლოგსა და პაციენტს შორის უნდა იყოს ნდობა. ჩვენ არ გეკითხებით წვრილმანების შესახებ, მხოლოდ რაოდენობა გვაინტერესებს."

წაიკითხეთ  სრულად