"ტრ..ში ვართ მეგობრებო. თან იზოლირებულ ტრ..ში" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის პერსპექტივებთან დაკავშირებით ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს გავიგე, რომ ევროკავშირი მზად არაა ვიზები გაამარტივოს ჩვენთვის, ნატომ კარები დაკეტა (მანამდე შევუთვალეთ არ გვინდა თქვენთათქო), ნოდარ ჯავახიშვილმა, ტურისტები ქვეყანას არ სჭირდებაო. ქვეყანას ისე აკოტრებენ, რომ აუქციონზე სახელმწიფო შენობები კაპიკებში გამოაქვთ და რთული მისახვედრი არაა ვინ ყიდულობს გაიაფებულ საქართველოს. მოკლედ, უკვე მოვედით. ტრ..ში ვართ მეგობრებო. თან იზოლირებულ ტრ..ში“- წერს ჟორჟოლიანი.

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკომისია ჯერ მზად არ არის რიგის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის პერსპექტივებზე ისაუბროს. ევროკომისრის კომენტარს რუსული მედია აქვეყნებს.


წყარო