
ამ გოგონამ ტუჩების გადიდება სახლის პირობებში გადაწყვიტა, ეს არ უნდა გაიმეოროთ!
- 2015-03-05 10:32:41
- 8266 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რიტანელმა დამწყებმა მოდელმა გეილ სკოტმა ტუჩების გადიდება სახლის პირობებში თმის ლაქის საშუალებით სცადა, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა. ტუჩების გადიდების მეთოდი მან ინტერნეტში ამოიკითხა. ერთ-ერთი მათგანი სწრაფ ეფექტს - ფლაკონის სახურავიდან თმის ლაქის შეწოვის ხარჯზე ჰპირდებოდა.
ნათქვამი იყო, რომ ეს ქიმიური ნივთიერება ტუჩებზე მოხვედრისას სისხლის მკვეთრ მოდინებას იწვევდა, რაც ტუჩებს დროებით ადიდებდა. გეილმა სახურავი ტუჩებთან მიიდო და ლაქს ხუთი წუთის განმავლობაში იწოვდა, მანამ, სანამ მისმა ტუჩებმა გასიება არ დაიწყო. თავიდან იგი შედეგით კმაყოფილი დარჩა, როდესაც სახურავი ტუჩებიდან აიღო, იგი თვალშისაცემად გადიდდა. მაგრამ რამდენიმე წუთში პირის გარშემო ნაწიბურები გაჩნდა. გოგონას ტუჩები იმდენად დამახინჯდა, რომ მოდელად დღემდე ვერ მუშაობს.