ბენდუქიძე მოკლეს...აღიარებითი ჩვენება!

ალფრედ კოხი პრაქტიკულად საჯაროდ დაემშვიდობა საკუთარ სიცოცხლეს გერმანული გამოცემა "BILD"-ის მეშვეობით. კოხმა აღიარა, რომ შარშან შემოდგომაზე გერმანიაში, ზემო ბავარიის ერთ-ერთ სოფელში გამართული საიდუმლო შეხვედრის ორგანიზატორი თავად იყო. შეკრებაზე იყვნენ ხოდარკოვსკი, ნემცოვი, ქართველი პოლიტიკოსი კახა ბენდუქიძე, რომელიც კოხის თქმით, იყო პუტინის მტერი და რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრები, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან (მათ გვარებს კოხი არ ასახელებს). კოხი პრაქტიკულად ბოლომდე გაიხსნა და ღია ტექსტით თქვა, რომ იმ სამდღიანი საიდუმლო შეხვედრის მიზანი იყო ეპოვათ გზა პუტინის ხელისუფლების გასატეხად. ალფრედ კოხი უკვე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ ბენდუქიძე საიდუმლო შეკრებიდან რამდენიმე კვირაში მოკლეს და თითქოსდა გულის შეტევით დაიღუპა. კოხი აგრძელებს მსჯელობას და ამბობს, რომ ნემცოვი უკანასკნელი არ იქნება საიდუმლო შეკრების მონაწილეთგან მოკლულთა სიაში, რადგან შემდეგი თვითონაა. მაინც რატომ გახდა კოხი ასეთი გულახდილი, რატომ იქცევა და საუბრობს ისე თითქოს უკვე იმ ქვენიდან გვესაუბრება? ალბათ წარმოგვიდგენია, როგორ აკონტროლებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ყველა დეტალს ნემცოვის გასვენებაში და ამ დროს დავაკვირდეთ, რითაც ნემცოვი გაასვენეს იმ ავტომობილზე (ე. წ. კატაფალკაზე) სანომრე ნიშნის სერიას...


http://reportiori.ge/?menuid=3&id=57164#.VPoqkwmHDFk.facebook