
რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად
- 2015-03-10 09:57:24
- 24716 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

27 თებერვალს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მორიგი სეზონი დაიწყო, მაყურებელი ისევ ჩაერთო უკვე ოჯახის წევრებად ქცეული გმირების ცხოვრებაში. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ანი ტყებუჩავას შევხმიანებოდით და მისი აზრი ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.
- ტრადიცია, რომელიც გულწრფელად მოდის ადამიანისგან, ჩემთვის მისაღებია. მაგალითად, ახალ წელს ოჯახი რომ ერთად ხვდება და სიხარულს ერთად იზიარებენ, ამ ტრადიციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ტრადიცია დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, მაშინ მისი დაცვა კარგიცაა, მაგრამ თუ ტრადიციას ბრმად მივყვებით, ეს ქმედება გვაღიზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილებს, მაშინ ის აშკარად გადასახედია.
- ტრადიცია, რომელიც უარყო-ფით დამოკიდებულებას იწვევს შენში...
- ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს იწვე-ვს ქელეხი. ადრე შორი გზიდან სამძიმარზე მისულ ადამიანს რომ ასადილებდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან დიდ მა-ტრაკვეცობად მიმაჩნია უშველებელი სუ-ფრის გაშლა, უამრავი ხალხის დაპატიჟება, ამასობაში შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს, რჩება ნაწყენი და ა.შ. მოკლედ, დროთა გან-მავლობაში ამ ტრადიციამ ძალიან ცუდი სახე მიიღო. ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე, ამზადებდნენ კერძებს და მიცვალე-ბულის სახელზე ურიგებდნენ გლახაკებს, რაც ძალიან დიდი მადლია. დღეს კი, ადა-მიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი ახლობელი ადამიანის დაკარგვით მიღე-ბულ ტკივილთან ერთად იმაზე ფიქრობს, რა ქნას, როგორ გააკეთოს ქელეხი და ა.შ. თუნდაც, ქორწილების გამო რომ ვარდე-ბიან ვალებში, რა საჭიროა, ვერ ვხვდები.
წაიკითხეთ სტატია სრულად რეიტინგი.ჯი-ზე