თვალების მოხატვა გიჭირთ? ნახეთ და ისწავლეთ უმარტივესი მეთოდი ამ ვიზაჟისტისგან




თვალების იდეალურად მოხატვა ყველას არ გამოსდის. მაკიაჟი რომ იდეალური იყოს, ბევრი ვარჯიშია საჭირო, მაგრამ ეს ვიზაჟისტი მარტივ ხერხს გასწავლით, რომლის დახმარებით, თვალების ჩახატვა ბევრი ქალისთვის პრობლემა აღარ იქნება. ამისთვის შავი ფანქარი და წამწამების ასაპრეხი დაგჭირდებათ.

ასაპრეხის იმ ნაწილზე, რომელიც ქუთუთოს უნდა შეეხოს, ფანქრით სქელი ხაზი დაიტანეთ. გამოიყენეთ ასაპრეხი ისე, როგორც ჩვეულებრივ ხმარობთ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ როდესაც მას ქუთუთოს მიაბჯენთ, 30 წამი გააჩერეთ. შეგიძლიათ ცოტათი დააწვეთ კიდეც, რომ კანს უფრო კარგად შეეხოს. შედეგად, თქვენ მიერ დახაზული ზოლი წამწამების ზემოთ გადავა. შედეგი შთამბეჭდავია! ზოლი თანაბარი გამოვიდა. ახლა შეგიძლიათ ფანქარი აიღოთ და კონტური შეასწოროთ.