აი რას წერს New York Times შორენა ბეგაშვილზე!
- 2015-03-14 10:19:21
- 19609 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„კონსერვატულ საქართველოში სექსუალური მორალის შესახებ“,-ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა 2011 წლის 18 თებერვალს გავლენიანმა გამოცემამ NEW York times-მა სტატია. ავტორი ელენ ბარი წერს შორენა ბეგაშვილზე, რომელიც ჟურნალ „ფლეიბოის“ ქართული ვერსიის ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე იყო გამოსახული. „ნიუ იორკ თაიმსი“ შორენა ბეგაშვილს საქართველოში მორალსა და სექსისადმი დამოკიდებულებაზე ესაუბრება. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო არის, ერთი მხრივ, კონსერვატული კულტურის ქვეყანა, მეორე მხრივ, ქვეყანა, პროდასავლური მთავრობით სათავეში, და, ამის შესაბამისად, ახალგაზრდობაც ამ ორ ფენომენს შორის ცხოვრობს.
„ვერ გაუგიათ, ნებადართული აქვთ ამის კეთება თუ არა. ისინი ვერავისგან იღებენ პასუხს. დედებს თუ ჰკითხავენ, ისინი ეტყვიან, არა, გათხოვებამდე არ შეიძლებაო. ამიტომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ქნან“,- ციტირებს მედია შორენა ბეგაშვილის სიტყვებს.
გაზეთში საქართველოს ტრადიციები ზედაპირულადაა აღწერილი და მოყვანილია სტატისტიკაც, გამოკითხვის შედეგი: 3000 სტუდენტიდან მამაკაცთა 91.4 პროცენტმა განაცხადა, რომ ერთხელ მაინც ჰქონდა სექსი, ქალებს შორის კი ასეთი მხოლოდ 15.1% აღმოჩნდა. New York times-ი შორენა ბეგაშვილის ტელეგადაცემაზე წერს და აღნიშნავს, რომ კონსერვატიულად განწყობილმა აქტივისტებმა ტელეკომპანიის პიკეტირება მოაწყვეს. რამდენიმე თვის შემდეგ შოუ ეთერიდან მოხსნეს.
„ბეგაშვილი 16 წლის ქალიშვილი იყო, როდესაც თავის შეყვარებულთან იქორწინა, ძირითადად, როგორც ახლა ესმის, იმიტომ რომ სექსი უნდოდა. 18 წლისა შინ იჯდა ბავშვთან და შეჰყურებდა, როგორ ემზადებოდა ხოლმე ქმარი ღამით გარეთ გასასვლელად. ტელევიზიით სერიალებს ვუყურებდი, საკუთარ თავს სარკეში ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა“, –აცხადებს „ნიუ იორკ თაიმსთან “ შორენა ბეგაშვილი.
ბეგაშვილმა „სკანდალური კარიერა“ დაიწყო. საქართველოში მაშინ გამომავალმა „პლეიბოიმ“ მიიწვია ის და ყდის პირველი მოდელობა შესთავაზა. თავიდან ვერ გაუბედავს ბეგაშვილს, მაგრამ მეორე ნომრის გამოცემისთვის თანხმობა განუცხადებია. ნიკო ნერგაძე, ჟურნალის მაშინდელი გამომცემელი, ამბობს: „მან ის ნიშა იპოვა, რომლისთვისაც მზად იყო. ის მზად იყო გაეხადა და სექსუალური პერსონაჟი გამხდარიყო. მისი მხრიდან ეს ძალიან დახვეწილი გადაწყვეტილება იყო. ეს მეტი იყო, ვიდრე საქმიანი გადაწყვეტილება“.
მორალი მთავრობის ოპონენტთათვის ეფექტური გამაერთიანებელიაო, ამბობს ნერგაძე და აღნიშნავს, რომ ხალხი საერთო განცდას გადმოსცემს, რომ სექსი ძალადობს ქართველებზე. „იგივე ხალხი საქართველოში მიმდინარე პროცესს ძალადობრივ ვესტერნიზაციად მიიჩნევს“. ბეგაშვილს, რომელიც ახლა ფილმებში მონაწილეობს, არ ადარდებს, რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს საბოლოოდ. ის რელიგიურ აქტივისტებზე ამბობს, მათი შვილები აკეთებენ იმას, რაც სურთ, უბრალოდ, მალულად აკეთებენ“,-აცხადებს ნერგაძე. „ქართველები სექსისადმი უფრო გულწრფელ, უფრო თანამედროვე მიდგომას არჩევენ“,-აღნიშნავს შორენა ბეგაშვილი სტატიაში.