14 წლის ტრანსგენდერი კოსმეტიკური ბრენდის სახე გახდა




ტრანსგენდერი მოზარდი ჯეზ ჯენინგსი კოსმეტიკური ბრენდის, Clean&Clear-ის სახე გახდა, რომელიც კომპანია Johnson&Johnson-ს ეკუთვნის. 14 წლის ჯეზმა ბრენდის სარეკლამო ვიდეორგოლში - See the Real Me ("დამინახე ისეთი, როგორიც ვარ") მიიღო მონაწილეობა.

3 წლის ასაკიდან ბიჭუნა ჯეზის ყურადღება გოგონების თამაშებმა, ტანსაცმელმა და ვარცხნილობამ მიიპყრო, ბაძავდა უფროს დას. ჯეზს გენდერული დისფორია დაუდგინდა, გაურკვეველი სქესის დიაგნოზი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი მომავალი. მშობლებმა ხელი შეუწყვეს ბიჭუნას, იცხოვროს ისე, როგორც გოგონამ.

2014 წელს ჯენინგსის 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი "მე ვარ ჯეზი" გამოქვეყნდა. მასში ავტორი ტრანსგენდერების პრობლემების შესახებ ჰყვება და მხარდაჭერას გამოთქვამს მათდამი, ვინც მას ჰგავს.