ექვსი რამ რასაც მამკაცები სექსის დროს ითხოვენ

რა სურთ მამაკაცებს? ნებისმიერი ურთიერთობის სრულყოფისთვის ორ ადამიანს შორის ინტიმური ცხოვრება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, არსებობს 9 რამ რასაც მამაკაცები სექსის დროს მოითხოვენ:

1) ახლა ჩემი ჯერია...

მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც სექსის დროს ინიციატივას იჩენენ, მეცნიერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მამაკაცისთვის უფრო მიმზიდველი არაფერია, ვიდრე აღგზნებული ქალი, რომელიც მისგან მხოლოდ ერთს - უდიდეს სიამოვნებას ელის! ქალბატონებო, არ მოგერიდოთ ენთუზიაზმის გამოჩენა, წარმატება გარანტირებული გექნებათ!

2) ახალი „ილეთები“

მამაკაცებისთვის სექსი პრიორიტეტია, შესაძლოა ეს რთული მისაღებია ქალბატონებისთვის, თუმცა ეს სიამართლეა, ამიტომ კარგი და სრულყოფილი ინტიმური ცხოვრება ხანგრძლივი სიყვარულის გარანტია. ამიტომ, ქალბატონებო ყოველდღიურად ეცადეთ შეისწავლოთ ახალი „ილეთები“ ანუ პოზები და თქვენ შეძლებთ საყვარელი მამაკაცი რაც შეიძლება დიდხანს გყავდეთ გვერდით.

3) „ჭკუიდან გადაგყავარ“

ინტიმური ურთიერთობისას მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ შექებას და იმის გამოხატვას თუ რამდენად აღფრთოვანებულნი არიან მათი პარტნიორები, ამიტომ მამაკაცის სიამოვნებისთვის არ დაიშუროთ სიტყვები, რომლებიც არც თქვენ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს, ამ შემთხვევაში სიამოვნება გაორმაგდება, ეს კი ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს...

4) ჩართეთ შუქი

სექსის დროს არ ჩააქროთ სინათლე, ამით თქვენს პარტნიორს მისდამი ნდობას დაუმტკიცებთ. მამაკაცებს ძალიან სიამოვნებთ მათი პარტნიორის სიშიშვლის ხილვა, მათი სხეულის თითოეული დეტალის შესწავლა.

5) წარმოიდგინეთ საკუთარი თავი...

ნებისმიერ მამაკაცს სურს, რომ მათ პარტნიორს საკუთარი ფანტაზიების არ სცხვენოდეს. სწორედ ამიტომ თქვენი მორიდება დაივიწყეთ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეთ გაცილებით სექსუალურად, შედეგად კი შეძლოთ თქვენი საყვარელი ადამიანის სიამოვნება.

6) „ბინძური საუბარი“


მამაკაცებს უყვართ არა მხოლოდ თვალებით, არამედ ყურებითაც, სწორედ ამიტომ მიეცით საკუთარ ფანტაზიას გასაქანი, შეძელით და თქვენს ლექსიკონში მოძებნეთ სიტყვები, რაც ინტიმურ გარემოს სიბინძურეს შესძენს, თუმცა სიამოვნებას გააორმაგებს.



წყარო - people.ge