აი ვისთან ერთად ცხოვრობს მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარი

ახალგაზრდა მსახიობი გიორგი მახარაძე, მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარია.მსახიობი საზოგადოებამ სერიალ შუა ქალაქიდან გაიცნო, თუმცა უფრო მეტი პოპულარობა მას მხატვრულმა ფილმმა “ზღვარმა“ მოუტანა, რომლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგაც გიორგი გოგონების გულთამპყრობელი გახდა.

სიმპათიური მსახიობის პირადი ცხოვრება თაყვანისმცემლებს ძალიან აინტერესებთ. როგორც ცნობილია მსახიობი უკვე ორი წელია რაც ყურებამდეა შეყვარებული. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მალევე იპოვა რჩეული. და თითქმის ორი წელია ერთად ცხოვრობენ. გიორგის მასზე არანაკლებ პოპულარული ქართველი მსახიობი მარიამ ნადირაძე შეუყვარდა, რომელსაც თითქმის ყველა ქართულ სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჯიდიესის სერიალ “პანიკის გარეშეში“ შექმნა. მსახიობს და მარიამ როინიშვილს საერთო შვილი ყავთ.