ეროვნული გამოცდების დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების სავარაუდო თარიღად 2 ივლისი სახელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წესი, ხუთშაბათს, ივნისის ბოლო დღეებში ან ივლისის დასაწყისში იწყება.
მისივე განმარტებით გამოცდების 2 ივლისს დაწყების შემთხვევაში, 2 და 3 ივლისი საგამოცდო დღეები იქნება. 4-5 ივლისს, შაბათ-კვირას აპლიკანტები დაისვენებენ. საგამოცდო პროცესი კი 6 ივლისს განახლდება.

მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდების გრაფიკი პედაგოგების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000 – ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 000 – ზე მეტი აპლიკანტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 500 – ზე მეტი კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.

არჩევითი საგნების ჩამონათვალს 2015 წლიდან სამოქალაქო განათლება დაემატა.სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი კი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.