"ასე მოულოდნელად დამეცა მეხი"- რას პასუხობს გრიგოლია "იმედს"

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია გამოეხმაურა, როგორც თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვანი წერს მისთვის განცხადების აზრი გაუგებარია .
„აი, თქვენ კიდევ არ მიჯერებდით, როცა ვამბობდი რომ სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია-თქო ჩვენი გადაცემები...ახლა მაინც დაიჯერეთ“, - წერს ტელეწამყვანი.

„დამღუპავს მე ეს ემოციები. ხოფერიაც თუ ემოციური გოგო იყო, არ ვიცოდი... ჩემმა ემოციებმა უკვე ზევითაც შეაწუხა ხალხი"- წერს გრიგოლია.
"ასე მოულოდნელად დამეცა მეხი"...“მეწყინა“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.



შეგახსენებთ ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ტელეკომპანიის ხელმძრვანელობა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა



წყარო