
"დედაჩემის ორგაზმი ძილში ხელს მიშლის" - კიმ კარდაშიანი
- 2015-03-25 20:48:27
- 6700 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

კარდაშიანების ოჯახში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის - დღე არ გადის ახალი სკანდალის გარეშე. უქმე დღეებში რეალითი-შოუ Keeping Up With The Kardashians-ის მორიგი ეპიზოდი გამოვიდა. ახალ ეპიზოდში კიმმა და მისმა დამ, ქლოემ დედის, კრის ჯენერის 34 წლის საყვარელი კორი გემბლი განიხილეს.
ქლოემ აღნიშნა, რომ 59 წლის დედასთან ამ თემაზე უკვე ისაუბრა. "შეგიძლია, ვისთანაც გინდა, იმასთან დაწვე, მაგრამ ეგრევე ცოლად არ გაჰყვე", - ურჩია დედას ქლოემ.
"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ღამით. მათი საწოლი ჩემს კედელს გაუჩერებლად ეჯახება. მისი კვნესა ძილში ხელს მიშლის. ისინი სექსის დროს ყვირიან", - განაცხადა აღშფოთებულმა კიმმა.