
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალი
- 2015-03-27 09:16:27
- 2258 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ ახალი ინფორმაციას მისი მეგობარი თამუნა კაკაურიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
კაკაურიძის პოსტს გარდაცვლილის ფოტოც აქვს დართული.
„თბილი ...ხალისიანი.. ლამაზი ...ესეთი იყავი ყველასთან. ამას ყველა ვიხსენებთ დღეს. თუმცა გარდაიცვლება და ყველას კარგად იხსნებებენო. ეგრე არ არის. იყო შენში რაღაც განსხვავებული და ეს არ იყო შეუმჩნეველი. დამენანე და დაგვენანე ყველას. გუშინ ცოცხალი დღეს კი უკვე გარდაცვილი. ვზივარ და რაღაც უაზრობას ვწერ, რაც ალბათ არავის აინტერესებს. (ჩემი აზრები) როგორც ყოველთვის, ეხლაც ცრემლმა ამივსო თვალები... ცრემლმა რომელიც ძალიან შემეჩვია, ცრემლი რომელიც მეხმარება ტკივილის გადატანაში და სულ ცოტა ხნით მოშორებაში. დღეს ცრემლი არის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი.რატომ? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ გრძნობს და ვერაფერს ამბობს... ძალიან დიდი ტკივილი ხარ თამო. სასიამვო გარეგნობის ახალგაზრდა ლამაზი გოგო. დადებითი აურით სათნო კეთილი. დასანანია რომ ესე ტრაგიკულად ტოვებს სიცოცხლეს.. უყურადღებობით თუ ბედის წერით დღეს 26 მარტს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა სახელად თამარ ტრაპაიძე..... ვუსამზიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.. ეს არა მარტო ოჯახის არამედ ყველა ემიგრანტის, ყველა ქართველის ტკივილია საშინელი ისტორიაა რომელიც იწერება იტალიაში.....“, - წერს კაკაურიძე.
იტალიაში 31 წლის ქართველი ქალბატონი გარდაცვლილი დღეს დილით იმ ოჯახში იპოვეს, სადაც ის მუშაობდა.
ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ცნობილია, რომ ის იტალიაში მოხუცის მოსავლელად იყო წასული. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
წყარო