ვარსკვლავების საშინელი მაკიაჟი (14 ფოტო)

ყველა ჩვენთაგანი ხანდახან ვიკეთებთ მაკიაჟს ელვისებური
სისწრაფით, არასწორად ვუხამებთ ფერებს ერთმანეთს,
ან ჩრდილის ზედმეტ ფენას ვისმევთ. ეს საპატიოა ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ვარსკვლავებისათვის, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალყურს. თუმცა ხანდახან ვარსკვლავებიც „აცილებენ“ სრულყოფილ მაკიაჟს მიზანს, ამასთან ზოგიერთს ეს
სისტემატიურად მოსდის.

შენ თუ აქამდე თვლიდი, რომ იმ ლამაზმანებს, რომლებსაც
შენ პრიალა ფურცლიანი ჟურნალების ყდებზე ხედავ, გრძელი და ხშირი წამწამები აქვთ, მაშინ ყველაზე მიამიტი ადამიანი ყოფილხარ. რათქმაუნდა ვარსკვლავები მუდამ ხმარობენ ხელოვნურ წამწამებს ფილმებში გადასაღებად და საზოგადოებაში
გამოსასვლელად. მაგალითად 2008 წლის კანის ფესტივალზე
სელმა ჰაიეკი ნახევრად ამძვრალი წამწამით დააფიქსირეს ფოტოგრაფებმა. ვარსკვლავის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, თავადაც იცოდა ამის შესახებ და ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა.

გთავაზობთ რამდენიმე სურათს, სადაც ვარსკვლავები არც
თუ ისე კარგად გამოიყურებიან.