ქობულეთში სვანმა მონადირემ შუქნიშანი მოიპარა

ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს. ინფორმაცია „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ქურდობის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა, რაც შეეხება, შუქნიშანს ის ადგილზეა დაბრუნებული.

არსებული ინფორმაციით, შუქნიშანი სვანმა მონადირემ მოიპარა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.


წყარო