ლორი "იბერიული", რომელიც 3 000 დოლარი ღირს

ესპანეთში, ესტრემადურაში, იწარმოება ლორი სახელწოდებით „იბერიული“, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია მთელს მსოფლიოში. მისი ერთი ნაჭერის ფასი 3 000 დოლარამდე აღწევს.

ლორს განსაკუთრებული წესით ამარილებენ, ამუშავებენ და ბოლავენ - მის დამზადებას 4 წელი სჭირდება.

"იბერიული" ლორი დიდი პოპულარობით სარგებლობს მდიდარ ადამიანებში, თუმცა ადგილობრივებს, ისევე როგორც ესპანეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მისი გასიჯვის საშუალება ელემენტარულად არ გააჩნია, მათი ხელფასი მის ფასს უტოლდება, ან მასზე დაბალია.


წყარო