
ეს 16 რჩევა ცხოვრებას ამარტივებს… შეინახეთ ეს სტატია, აუცილებლად გამოგადგებათ!
- 2015-03-30 18:13:54
- 21938 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჩვენ ყოველთვის მივისწრაფით ცხოვრების გამარტივებისკენ და ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტულად მოვაწყოთ გარემო ჩვენ ირგვლივ. მაგრამ თუ ყველაფრისთვის ცალ-ცალკე სპეციალურ მოწყობილობებს ვიყიდით, ჩვენი კომფორტი ზედმეტად ძვირი დაჯდება. ხშირად არც კი ვუფიქრდებით, რომ ნივთებმა, რომლებიც უკვე გვაქვს, შეიძლება სხვა ფუნქციაც შეითავსონ და სარძნობლად გაამარტივონ ცხოვრება; გთავაზობთ ამის 16 მაგალითს.
1. დამტენის სადენს შემოახვიე საწერი კალმის ზამბარა, რომ არ გაწყდეს.
2. თუ გინდა, რომ როცა კედელს ბურღავ, მტვერი იატაკზე არ იყრებოდეს, მიაწებე კედელზე ჩანაწერების ქაღალდი და გადაკეცე შუაზე.
3. ბანანი ასე მალე რომ არ ფუჭდებოდეს, მისი კუდებს საკვები ცელოფანი შემოახვიე, ეს ხელს შეუშლის მის მალე დამწიფებას.
4. ნოუთბუქის დინამიკების ხმის გაძლიერება შეიძლება შუაზე გაჭრილი პლასტმასის ჭიქით.
5. თუ ღვინის გასახსნელი არ გაქვს, აი, გამოსავალი:
6. თუ რეცეპტს ზედმიწევნით უნდა მიჰყვე, მაგრამ ზეპირად არ იცი, ტანსაცმლის საკიდის დახმარებით მას მოსახერხებელ ადგილას მიამაგდებ.
7. ნუ გადააგდებ საპნის პატარა ნატეხებს, მიაწებე ისინი ახალ საპონს.
8. მარწყვის ყუნწების მოსაცილებლად გამოიყენე მცენარის ღერო.
9. ფულის გარეშე რომ არ დარჩე მივლინებისას, ჩადე გარკვეული ოდენობის თანხა ძველ ტუჩის ბალზამის ბოთლში.
10. სადენი გამაგრძელებლიდან რომ არ ამოვარდეს, განასკვე.
11. შესაფუთი ქაღალდი რომ არ გაიცვითოს, ტუალეტის ქაღალდის შუაგული მუყაო შემოახვიე.
12. თუ არ გინდა, ლურსმნის მიჭედებისას თითებში მოგხვდეს ჩაქუჩი, აი, გამოსავალი
13. გამშრალი თვალის ტუში ახალივით გახდება, თუ მასში ცოტა კონტაქტური ლინზების სითხეს ჩაასხამ.
14. თუ კარადაში ადგილი აღარაა, გამოიყენე სასმელის ქილის გასახსნელი, მასზე კიდევ ერთი საკიდის ჩამოკიდბას შეძლებ.
15. ღილი რომ არ გაიხსნას, წაუსვი მას ფრჩხილის გამჭვირვალე საცხი.
16. თუ ყინულიანი პაკეტი გჭირდბა, დაასველე ღრუბელი, მოათავსე ჰერმეტულ პაკეტში და გაყინე. ყინულისგან განსხვავებით, ის არ დადნება და უფრო დიდხანს იქნება ცივი.
წყარო - aww.ge