აი რა ხდება, როდესაც სირიელი ბავშვი ხედავს ფოტოგრაფს

ათასობით ადამიანმა სოციალურ ქსელში 4 წლის, სირიელი ბავშვის ფოტო გაიზიარა, რომელიც 4 წლის გოგონას წარმოდგენით, ის ხელებაღმართული იარაღის წინაშე დგას, სინამდვილეში კი ეს "იარაღი" ფოტოობიექტივი აღმოჩნდა.


„ეს 4 წლის გოგონაა, მისი სახელია ჰუდეა. ფოტო გასული წლის დეკემბერში, სირიაში, დევნილთა ბანაკშია გადაღებული. ის ბანაკში თურქეთის საზღვართან, დედასთან და ორ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობს. ეს ადგილი მისი სახლიდან ( ქალაქი ჰამა) 150 კილომეტრში მდებარეობს“,- წერს BBC.


რა ისტორია იმალება ამ ისტორიის უკან და ვინ გადაიღო ეს ფოტო, BBC ფოტოს ავტორს, თურქ ფოტოგრაფს ოსმან საღირლის ესაუბრა.
ფოტოგრაფის თქმით, მან ეს ფოტო სირიაში ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო.


„მე ფოტოკამერას ვიყენებდი და მას ის იარაღი ეგონა. მივხვდი, რომ შეეშინდა - ტუჩებს იკვნეტდა და ხელების მაღლა ასწია. ჩვეულებრივ კი, ასეთ შემთხვევაში, ბავშვები გარბიან, სახეს მალავენ, ან იღიმიან, როდესაც კამერას ხედავენ“,-აცხადებს ფოტოგრაფი.