ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა. ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2451 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით 1 დოლარის ფასი 2.2437 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.4292 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4156 ლარს შეადგენდა.


წყარო