25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი დამნაშავის დასჯას ითხოვს
- 2015-04-03 19:42:11
- 2042 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი დამნაშავის დასჯას ითხოვს. დაზარალებულმა დღეს ქუთაისის პარლამეტის წინ აქცია გამართა. მისი თქმით, 15 წლის იყო, როცა უცნობმა პირმა სამ პიროვნებასთან ერთად ის გაიტაცეს და გააუპატიურეს.
ქალბატონი პროკურატურას მოძალადეების დასჯას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან თავს დაიწვავს.
"15 წლის ვიყავი, მე-8 კლასში, თავს დამესხა ვინმე გოჩა ცნობილაძე 3 პირთან ერთად შემაგდეს მანქანაში გამიტაცეს და გამაუპატიურეს. 25 წელია, იმის შემდეგ ვეძებ სამართალს და დღემდე საქმე გამოძიებული არ არის. ყველა შევაწუხე, ყველას ვთხოვ დახმარებას, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ არის დასრულებული. 10 დღეში თუ დამნაშავეს არ დასჯიან, პარლამენტთან თავს დავიწვავ", - აცხადებს ირინა ჯიმშელეიშვილი.
წყარო