"ქმარი სულ უკმაყოფილოა, რა მუთაქასავით მიწევხარ გვერდითო..."
- 2015-04-05 12:43:52
- 5773 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი ქალები გათხოვების შემდეგ რომ ხშირად არც ისე შესაშურად ცხოვრობენ, ახალი არ არის. ბევრისთვის მთავრდება რომანტიკაც, სიყვარულიც, საზოგადოებრივი ცხოვრებაც, ინტელექტუალური თუ კულტურული განვითარებაც და ერთფეროვანი დღეები ცვლიან ერთმანეთს: დალაგება, მომზადება, ქმარ-შვილიც მოვლა, დაპურება, გაფქვილული ხელებით სტუმრების დახვედრა, არც ისე იშვიათად - მეუღლის ან მისი ახლო ნათესავების მხრიდან ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა და ვინ მოთვლის კიდევ... ბევრი ქალბატონი ჩივის ამაზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ მთელი დღის დაღლილ-დაქანცულებს და ქმარ-შვილს გადაყოლილებს შესაფერისი დაფასება სულაც არ აქვთ და ხშირად პირიქით, ათასგვარ საყვედურს იღებენ.
წაიკითხეთ სრულად