ვარჯიშის დროს ფეხბურთელი გარდაიცვალა - ტრაგედია ბათუმში

ქედის "ბეთლემის" ნახევარმცველი არჩილ ფარტენაძე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.

შემთხვევა შაბათს მოხდა. როგორც ცნობილია, ის ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


წყარო