ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე "ობიექტივის" ეთერში ერთვება. ჩანაწერში ჟურნალისტი ამბობს, რომ სპეცოპერაცია "პატიოსანი და ქვეყნის პატრიოტი" ადამიანის, შალვა აბულაძის წინააღმდეგ იგეგმება. სავარაუდოდ, საუბარია პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის შესახებ.

ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც "ასავალა-დასავალის" მიერ ბორჯომში გამართულ აქციაზეა გადაღებული.

"ანონიმურმა წყარომ მომაწოდა ეს ფოტო. მეუბნებიან, რომ სათვალეებში ადამიანი არის შალვა აბულაძე. წყაროს ინფორმაციით ამ ადამიანს ეძებს პოლიცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ეს ადამიანი ცოტა ხსნის წინ იყო აქციის ორგანიზატორი. აქციის, რომელიც "ასავალ-დასავალმა" მოაწყო ბორჯომში!

თუ ეს მართალია, რუსული ძალები მიზანმიმართულად რევენ ქვეყანას!

ასავალ-დასავალმა და მისმა ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ გვიპასუხოს! მათი თანამებრძოლი რატომ გვიკლავს პოლიციელებს!

***
დაიკითხა თუ არა ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე! გვიპასუხოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ!

პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილის დამცველი და თანამებრძოლი!

***
ასავალ-დასავალმა შექმნა ბედუკაძე!
ასავალ-დასავალის თანამებრძოლია პირი, რომელიც პოლიციელების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ასავალ-დასავალი თესავს ზიზღს და დაპირისპირებას!

კითხვები ვის გაქვთ, გამოდით უნდა დაგთვალოთ", - წერს ჟორჟოლიანი.


წყარო