კვირის აქცენტი: ‘მე მივეცი იდეა’ – რას მალავენ ნასაში მიმავალი ახალგაზრდები

ახალციხელი გამომგონებლები ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი ორ დღეში მულტიკლიმატიზატორს მსოფლიოს გააცნობენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მოწყობილობის შექმნის იდეა კახეთის დასეტყვის შემდეგ გაუჩნდათ, პროგრამისტი თემურ იოსელიანი კი ირწმუნება, რომ ირაკლის იდეა მან მიაწოდა, თუმცა, ამის შესახებ ახალგაზრდებს არსად უსაუბრიათ.

რას ყვება თემურ იოსელიანი გამოგონების შესახებ და რაზე წყდება მას გული,"სამხრეთის კარიბჭეს" გადაცემა "კვირის აქცენტის" სპეციალურ გამოშვებაში ამის შესახებ თავად თემურ იოსელიანი საუბრობს.



მთავარი → ვიდეო, გადაცემები 02.04.2015 ახალციხელი გამომგონებლები ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი ორ დღეში მულტიკლიმატიზატორს მსოფლიოს გააცნობენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მოწყობილობის შექმნის იდეა კახეთის დასეტყვის შემდეგ გაუჩნდათ, პროგრამისტი თემურ იოსელიანი კი ირწმუნება, რომ ირაკლის იდეა მან მიაწოდა, თუმცა, ამის შესახებ ახალგაზრდებს არსად უსაუბრიათ.

რას ყვება თემურ იოსელიანი გამოგონების შესახებ და რაზე წყდება მას გული,"სამხრეთის კარიბჭეს" გადაცემა "კვირის აქცენტის" სპეციალურ გამოშვებაში ამის შესახებ თავად თემურ იოსელიანი საუბრობს.



ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი ნასაში ხვალ, 3 აპრილს გაემგზავრებიან. მათი გამოგონების შესახებ ქართული და არამხოლოდ ქართული მედია, ერთ თვეზე მეტია საუბრობს. ახალგაზრდები მიიწვიეს არაერთ გადაცემაში და ბოლო რამდენიმე დღეა, დედაქალაქში, ახალციხელი გამომგონებლები მართავენ შეხვედრასა და პრეზენტაციას სხვადასხვა დონეზე.

ახალციხელ გამომგონებლებს სპეციალური შეხვედრა მოუწყეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში. მათ თავად ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ყველა შემთხვევაში ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კახეთს სტიქიამ შეუტია. თუმცა, საპირისპირპოს ამტკიცებს ელექტრონიკისა და პროგრამირების სპეციალისტი თემურ იოსელიანი. იგი ამბობს, რომ ირაკლი კაპანაძეს იდეა მან მიაწოდა და დაეხმარა მის განხორციელებაშიც. იოსელიანი ახალგაზრდებს არაფერს სთხოვს, თუმცა....

იმის გამო, რომ ამბავი ახალციხის და საერთოდ, ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და მასში ასეთი ნიუანსებია, ეს არის გადაცემა "კვირის აქცენტის" სპეციალური გამოშვება და იგი ტრადიციული პარასკევის ნაცვლად ეთერში დღეს, ხუთშაბათს გადის.




წყარო - sknews.ge