
მებო ნუცუბიძე უკრაინულ Voice-ში - დარბაზი ფეხზე დგას, ჟიური გაგიჟდა!
- 2015-04-06 21:35:53
- 1895 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ, რომელმაც საქართველოში არაერთ მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ამჯერად უკრაინულ Voice-ში სცადა ბედი. მან რიანას We Found Love განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა და სამი მწვრთნელი შემოაბრუნა.
Океан Ельзи-ს სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი განსაკუთრებით მოიხიბლა მებოს შესრულებით და ყველას შეახსენა, რომ ადრე მის გუნდში ერთი ქართველი - ოთო ნემსაძე უკვე იყო და ახლაც სურდა, რომ მებო მის გუნდში ყოფილიყო. საბოლოოდ, ქართველმა მომღერალმა სწორედ ვაკარჩუკი აირჩია.