ტესტმა განსაზღვრა, არის თუ არა საშიში Apple-ზე, Samsung-სა და HTC-ზე დაჯდომა




მოწყობილობების დაზღვევის სფეროს ექსპერტებმა განსაზღვრეს კრიტიკული ზეწოლა, რომლის გაძლებაც სმარტფონების პოპულარულ მოდელებს შეუძლიათ.

სადაზღვეო კომპანია SquareTrade-მა საკუთარი სპეციალური რობოტის BendBots-ის დახამრებით iPhone 6 Plus, HTC One M9 და Samsung Galaxy S6 Edge გამოსცადა.
ტესტი ავლენს, რამდენი ხანი შუძლიათ სმარტფონებს ზრდადი ზეწოლის გაძლება და რომელი ნიშნული არის მათთვის კრიტიკული.

ტესტის შედეგად iPhone 179 ფუნტის (81 კგ) ზეწოლის შედეგად დანებდა, Samsung-ს ფუნქციონირება 149 ფუნტამდე (67 კგ) არ დაუკარგავს, HTC კი მხოლოდ 120 ფუნტს (54 კგ) გაუძლო.