პოლიციამ გიორგი ნაკაშიძე დააკავა

სამართალდამცველებმა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა. ინციდენტის დეტალები უცნობია.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არის აღძრული .


წყარო