ზაზა ურუშაძის კომენტარი გიორგი ნაკაშიძის დაკავებაზე
- 2015-04-09 09:07:49
- 1570 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რეჟიროსი ზაზა ურუშაძე მსახიობ გიორგი ნაკაშიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება, თუმცა ამბობს, რომ დეტალებზე არაფერი იცის.
„როგორც ვიცი ზაარბრუკენის მოედანზე შელაპარაკება მოხდა, თუმცა რა მოხდა გიორგის და პოლიციელებს შორის, ეს არ ვიცი. საუბარია დაუმორჩილებლობაზე და წვრილმან ხულიგნობაზე. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. სხვა დეტალები არ ვიცი“, - განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე გუშინ დააკავეს. შემთხვევა ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა. ინციდენტის დეტალები უცნობია.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არის აღძრული .
წყარო