"შალვა აბულაძე პოლიციას ჩაბარდა" - რას ამბობს ბრალდებულის მეგობარი
- 2015-04-10 08:21:33
- 3186 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ნარკოტიკი ჩაუგდეს იმის გამო, რომ ეთქვა სად არის შალვა აბულაძე, - რამინ მამედოვის ძმა
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობრის რამინ მამედოვის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, მამედოვს ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან აბულაძის ადგილსამყოფელი ეთქვა.
„ჩემი ძმა არ არის ის პიროვნება რომ კავშირი ჰქონდეს ნარკოტიკებთან. ნარკოტიკი ჩაუგდეს იმის გამო, რომ ეთქვა სად არის შალვა აბულაძე. რამდენადაც ვიცი, შალვა აბულაძე დაკავებულია. ჩემი აზრით ისეთ ადგილას მოარტყეს, რომ ჩაბარდა. ამიტომ სულ ტყუილად ჩაუდეს ჩემს ძმას ნარკოტიკი“, - ამბობს რამინ მამედოვის ძმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შალვა აბულაძე დაკავებულია. ბორჯომში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ბორჯომის თავზე მოძრაობს სპეციალური ვერტმფრენიც.
წინასწარი ინფორმაციით აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.
წყარო


