კადრები შალვა აბულაძის დაკავების ადგილიდან (3 ფოტო)

დღეს დილით ბორჯომში ე.წ არდაგნის დასახლებაში 2 პოლიციის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დააკავეს. შენობაში რომელშიც ეჭვმიტანილი იმყოფებოდა არავინ ცხოვრობს.აბულაძე დაჭრილი არ არის. აბულაძე შენობაში მარტო იმყოფებოდა. ინფორმაციას "ბორჯომი ტვ" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შალვა აბულაძე დაკავებულია. ბორჯომში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ბორჯომის თავზე მოძრაობს სპეციალური ვერტმფრენიც.

წინასწარი ინფორმაციით აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.









წყარო