გუშინ თავს გადამხდა ასეთი ისტორია...

გუშინ თავს გადამხდა ასეთი ისტორია: სავაჭრო ცენტრთან, ავტომობილში ვიჯექი გოგოსთან ერთად, ვემზადებით წასასვლელად. მოდის ჩემთან დაახლოებით 12 წლის, წესიერად ჩაცმული, სანდომიანი გარეგნობის ბიჭი და მეკითხება:
- შეიძლება ავტომობილის მინები და განათება გავწმინდო?
მე უარი ვუთხარი პირველ რიგში იმიტომ, რომ ავტომობილი სუფთა იყო და მეორეც, მსგავსი მომსახურებით არასდროს ვსარგებლობ. ის წავიდა. შემდეგ დავფიქრდი: "შესახედავად ნორმალური ბიჭი ჩანს, მაწანწალას არ ჰგავს. თან თავხედიც არ არის."
წავედი ავტოსადგომისკენ... ვხედავ ისევ მოდის. გავაჩერე მასთან ახლოს. ჩვენი დიალოგი გაგრძელდა:
-რაღაც გინდოდა, არა? -გამეწმინდა თქვენთვის მინები და ფარები. -რისთვის? -მინდა ფული ვიშოვო და ერთი გოგო კინოთეატრში დავპატიჟო.
ბუნებრივია, ამ სიტყვების შემდეგ, მაშინვე მივეცი კინოთეატრში წასასვლელი ფული.ვუთხარი, რომ ეს დაიმსახურა მიზანდასახულობის გამო.
ჯერ კიდევ არ არის ეს თაობა დაკარგული.

ავტორი: ლევანი იკონომოვი