როგორ მოვიცილოთ სტრიები - ეფექტური მეთოდი

როგორ მოვიცილოთ ძველი სტრიები? გთავაზობთ ეფექტურ მეთოდებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სტრიები სხეულზე ჰორმონალური ცვლილებების კვალდაკვალ ჩნდება. ამიტომ, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს დასჭირდეს.

კანი ელასტიურობას კარგავს, ამიტომ უარი არ თქვათ შესაბამისი კრემების გამოყენებაზე, რომლებიც ეთერ ზეთებს შეიცავენ. საკმაოდ ეფექტურია კაკაოს ზეთი.

გამოკვებეთ თქვენი ორგანიზმი და სხეული არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. თქვენს რაციონში აუცილებლად ჩართეთ ხილი და ბოსტნეული, გოგრის კურკებიც კი.

მიიღეთ ვიტამინები: A,C,E

ყოველდღიურად მიიღეთ კონტრასტული აბაზანები. კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში, შხაპის მიღებისას გამოიყენეთ სხეულის სკრაბი და სტრიების ადგილი კარგად გაიხეხეთ.

შეგიძლიათ ზეთების ნარევი წაისვათ სხეულზე: მაგალითად, რამდენიმე წვეთი მანდარინის ზეთისა და ლავანდას ნარევი. ეს ყოველივე სხეულზე შხაპის მიღებისთანავე წაისვით, სანამ თქვენი კანი კარგად არის დამბალი.



წყარო