კაცი, რომელსაც 20 წელია, საქართველოში ღვთიური ცეცხლი ჩამოაქვს
- 2015-04-11 10:21:06
- 2514 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"წმინდა ცეცხლი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, პირველად ჩვენ ჩამოვაბრძანეთ, წელს საქართველოში ცეცხლი მეოცედ ჩამოდის", - მითხრა ლაშა ჟვანიამ, კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა. ადამიანმა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წმინდა მიწიდან ღვთაებრივი ცეცხლის ჩამობრძანების ისტორია უკავშირდება.
ლაშა ჟვანია ახლაც იერუსალიმში, პილიგრიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ამ სასწაულს. ეს ექსკლუზიური ინტერვიუ კი მასთან გამგზავრებამდე ჩავწერეთ.
- ღვთიური ცეცხლი პირველად აქ 1995 წელს ჩამობრძანდა, როდესაც მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით იქ ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგელობაშიც იყვნენ დედები: ანსტასია გელაშვილი, ეფემია მახარაძე, თეოდორა მახვილაძე და მეც მათ შორის. მაშინ სტუდენტი ვიყავი და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გახლდით იქ. მანამდეც ვიყავი იერუსალიმში, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, 1993 წელს იერუსალიმის ეკლესიების მოსალოცად და თან, იქ ურთიერთობის განსაახლებლად, გზების მოსაძიებლად გამგზავნა, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ისრაელთან საქართველოს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა. ცეცხლის ჩამობრძანებაც არ ხდებოდა, თან, მაშინ პირდაპირი რეისებიც არ იყო და სხვადასხვა საშუალებებით გვიწევდა გადაჯდომა-გადმოჯდომით ცეცხლის აქ ჩამობრძანება. ან თუ იყო, კვირა დღეს არა.
წაიკითხეთ სრულად