"ჩემი ძმა 12 წელია, სასჯელს ჯოჯოხეთში იხდის"

12 წელია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ე.წ. „"ბელი ლებე­დის" ციხეში ქართველი პატიმა­რი, 42 წლის პაატა გვასალია უმკაცრეს სასჯელს - სამუდამო­ პატიმრობას იხდის, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში, რომლის საფუძველზეც ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დააკავეს, პასუხგაუცემელი კითხვები დღემდე მრავლად არის...

ყველაფერი 2003 წლის 11 აპრილს და­ი­წყო, როცა ქალაქ პეტროპავლოვსკ-კა­მჩ­ატსკის კაზინო "პალადა" დაიწვა და ხანძ­არმა შვიდი კაცი იმსხვერპლა. ორი თვის თავზე რუსმა სამართალდამცველებმა საქმე­ში მთავარ ეჭვმიტანილად პაატა გვასალია გამოაცხადეს, თუმცა, ოჯახის წევ­რები დღემდე ამტკიცებენ, რომ სპორტსმენი უდანაშაულოა. სასამართლო პროცესზე იგივე განაცხადეს კაზინოში დაღუპულების ახლობლებმაც, მაგრამ რატომღაც მათი ჩვენებები სასამართლომ არ გაითვალისწინა.

პაატა გვასალიას სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო, 15 წლისა მამამ თბილისში­ ჩამოიყვანა. ბიჭმა პირველ დიდ წარმატებასაც მალევე მიაღწია - 1990 წელს ჩეხეთში­ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, მისი კარიერა მსოფ­ლიო ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ გადაიყო­ლა­ - ხელი იღრძო და ძვლის ნაცვლად პლასტმასი ჩაუდგეს. პაატამ რუსეთში გამგზავრებაც სწორედ ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა. პაატა გვასალიას ცხოვრების დეტალ­ე­ბზე მისი ძმა, კახა გვასალია, გვიყვება:

- სპორტული კარიერის დასრულების­ შემდეგ, პაატა ბიზნესში ჩაერთო. ჯერ მოსკ­ო­ვში საქმიანობდა, შემდეგ - კრასნოდარის­ ოლქში, სადაც ხორბლისა და მზესუმზირის ბიზნესს კურირებდა. მოგვიანებით მას დაუკავშირდნენ კამჩატკელები, რომლებიც აქტიურ სპორტში ყოფნისას გაიცნო­ და პაატას გემთმშენებელი ქარხნიდან გემების­ შესყიდვაში დახმარება სთხოვეს. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმი­ანი­ კავშირი და პაატაც საცხოვრებლად შო­რ­ეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე გადავ­იდა.­ კამჩატკელ ბიზნესმენებს პეტროპავ­ლოვსკში სასტუმროებისა და რესტორნე­ბ­ის ქსელი, ასევე ერთი კაზინო ჰქონდათ­ და როცა პაა­ტას დაპირებული თანხა ვერ გადაუხადეს­, დროებით კაზინოში დაასაქმეს.

წაიკითხეთ  სრულად