შალვა აბულაძის ორსული საცოლის პირველი კომენტარი

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საცოლე „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. ქრისტინე ციხელაშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა 2015 წლის 25 იანვარს, ახალციხის შს სამმართველოში განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა აბულაძის მიერ პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობა.

„25 აინვარს, ახალციხის შს სამმართველოში წამიყვანეს. ორსული ვიყავი, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს – მეთქვა სად იყო შალვა აბულაძე, მაგრამ მე არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი. მეორე დღეს როგორც კი სამმართველოს შენობა დავტოვე, ბორჯომის საავადმყოფოში წამიყვანეს. ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ, ფეხმძიმობა გრძელდება“, – განუცხადა „კვირას“ ქრისტინე ციხელაშვილმა.

შალვა აბულაძემ ქრისტინე ციხელაშვილი 2014 წლის ივლისში გაიცნო. აღსანიშნავია, რომ შალვა აბულაძემ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა, ამის შემდეგ კი სწავლა ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამცხე-ჯავახეთის ფილიალში გააგრძელა. მას დამთავრებული აქვს იურიდიული და უცხო ენების ფაკულტეტი. აბულაძეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა აბულაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის საცოლეზე ზეწოლა განხორციელდა