საპატრულო პოლიციაში დაწყებული რომანი დაოჯახებით დასრულდა

პოლიციის ლეიტენანტი ზაქრო მახათაძე და პოლიციის ლეიტენანტი რუსუდან მეგრელიშვილი ოთხი თვეა, რაც შეუღლდნენ. მათი რომანი საპატრულო პოლიციაში დაიწყო

გრძნობების დამალვა დიდხანს ვერ მოხერხდა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გაცნობილი წყვილის ისტორია ქორწინებით დასრულდა

„ჩვენ ამ სამსახურმა შეგვახვედრა ერთმანეთს და ძალიან გვიყვარს ის“.

რამდენიმე თვეში წყვილი ოჯახის ახალ წევრს ელოდება.

ახლა უკვე თავიანთ დიდ სიყვარულზე, პატარა ოჯახზე, ერთობლივ სამსახურსა და სამომავლო გეგმებზე ხალისით საუბრობენ:

ზაქრო: "ოჯახი ახალი შექმნილი გვაქვს და, ბუნებრივია, უფრო მეტი დრო გვინდა, ერთად გავატაროთ, თუმცა ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი ისეთი დატვირთულია, გვენატრება ერთმანეთი".

რუსო: "მართალია, ერთ სფეროში ვმუშაობთ, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სანერვიულოა, ერთი მხრივ, ის, რომ ღამეებს ქუჩაში ატარებს და მეორეც - მე რომ მარტო მიწევს სახლში ყოფნა. მიუხედავად რთული სამსახურისა, გვეამაყება საქართველოს სამსახურში ყოფნა".


წყარო