
ექსკლუზივი: სასწაული, რომელსაც სოფელ ზუმში ვერავინ ხსნის
- 2015-04-15 19:39:54
- 5897 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელოს რეგიონში. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში ნაჭყებიების ოჯახში ფოტოს გადაღების შემდეგ კადრში უცნაური გამოსახულება დაფიქსირდა, რომელსაც ოჯახის წევრები და ახლობლები დღემდე ვერ ხსნიან. გიორგი ნაჭყებია, რომელმაც ფოტო გადაიღო თავად ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეა.
,,ნიუპოსტი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელის ამ უცნაური მოვლენის დეტალებს ჰყვება:
,,ეს ფოტო გიორგიმ გადაიღო. მისი ბიძა ცხოვრობს მოსკოვში, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ ჩამოვიდა და იქიდან მანქანა ჩამოიყვანა. ახალი მანქანა ბავშვს მოეწონა და სურათებს უღებდნენ. გადაღების შემდეგ შეამჩნია, რომ ფოტოკამერაზე გამოისახა რაღაც უცნაური გამოსახულება, ის, რასაც თქვენც ხედავთ ამ ფოტოზე. ვერ მიხვდნენ რა იყო - ხან გარდაცვლილის სულს ამბობდნენ, ხან წმინდა ანგელოზია, ხან მფარველი ანგელოზია, რომელიც იქიდან ჩამომყვაო და ა.შ. უცნაური რამ არის ნამდვილად, იმდენად გამჭვირვალე სამოსით ჩანს გამოსახულება, რომ ღობის ძელებიც კი ჩანს. ჩვენ ასეთი რამ არასოდეს გვინახავს და საკვირველია მართლაც“ - ჰყვება ნაჭყებიების ოჯახის ახლობელი.
წყარო - newposts.ge