3 წლის სირიელი ბიჭუნას სიტყვები, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა

ამ ფოტომ თავის დროზე მსოფლიო შეძრა და ახლაც არ ტოვებს გულგრილს მნახველს. 3 წლის ბიჭუნა სირიაში ომის დროს დაიჭრა. უკანასკნელი კადრი საავადმყოფოში გადაუღეს, მრავალრიცხოვანი ჭრილობებისგან გატანჯულს. მიუხედავად მცირე ასაკისა, ხვდებოდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა და როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სიკვდილის წინ ატირებულს აღმოხდა:

"მე თქვენ ყველას ღმერთთან გიჩივლებთ, მას ყველაფერს მოვუყვები..."