სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
- 2015-04-20 10:18:09
- 2664 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბარსელონაში, „ხუან ფუსტერას“ სკოლაში, არბალეტით შეიარაღებულმა მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის დაახლოებით 14 წლის მოზარდია.
სამართალდამცავებნა, სკოლის შენობიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს.
ამ წუთებში, სკოლასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
წყარო