კრისტინა აგილერას წონაში კლების გასაოცარი მეთოდი -35 კგ.


გასულ წელს ამერიკული ვოისის ერთერთი მწვრთნელის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. თუმცა მის მიმართ დიდი ინტერესი არც მის შემოქმედებით და არც მის მწვრთნელობას უკავშირდებოდა. მსოფლიო ტაბლოიდები მოიცვა აგილერას გასუქების მიზეზების განხილვამ. ვარსკვლავმა მოკლე დროში 35 კილოგრამი მოიმატა. ზოგი ორსულობას აბრალებდა ვარსკვლავს, ზოგი ავადმყოფობას , ზოგიც დეპრესიას. თვითონ აგილერა კომენტარს არ აკეთებდა მის ზედმეტ კილოგრამებზე და საკმაოდ ღიზიანდებოდა მსგავს შეკითხვებზე.საბოლოოდ 32 წლის ვარსკვლავმა ერთ წლიანი პაუზა აიღო. ის აღარც ვოისის მწვრთნელი იყო, აღარც ახალ სიმღერებს უშვებდა და არც საზოგადოებაში ჩნდებოდა ხშირად.
ერთი წლის თავზე, ვარსკვლავმა მთელი მსოფლიო გააოცა, როდესაც 2013 წლის მიწურულს ამერიკული მუსიკალური დაჯილდოვების წიტელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. მას ზედმეტი კილოგრამები სრულიად დაკლებული ჰქონდა და მისი სხეული ძველებურად იდეალური იყო.
კრისტინა კვლავ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, ოღონდ ამჯერად ყველა ცდილობდა გაერკვია, თუ როგორ დაიკლო ესე საგრძნობლად წონაში ვარსკვლავმა. ზოგმა თქვა კუჭის ოპერაცია გაიკეთაო, ზოგმა ლიპოსაქციაო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ კრისტინამ ყველანაირი ქირურგიული ჩარევის გარეშე დაიკლო წონაში.

როგორც მისი ერთერთი ახლობელი ყვება, მან მთელს ტანზე ჩაიტარა აპარატურული პროცედურა, რომელსაც “COOLSCULPTING” , იგივე კრიოსკულპტორი ჰქვია. ეს პროცედურა ჰოლივუდში ყველაზე პოპულარული აპარატით ზელტიკით (ZELTIQ) კეთდება.

“ ეს არის ლიპოსაქციის ახალი ტექნიკა, რომელიც ოპერაციული ჩარევის გარეშე შლის ცხიმებს მოყინვის მეთოდით. აპარატი ისრუტავს ცხიმებს და ყინავს მათ. რის შემდეგაც ცხიმები ორგანიზმიდან გამოდის. კრისტინამ ის მთელს ტანზე გაიკეთა.

იგი საკმაოდ ზარმაცია და არ ჰქონდა ხალისი და დრო, რომ რთული ფიზიკური დატვირთვა მიეღო და სპორტ დარბაზში ევლო. ამიტომ მან ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვა და ზელტიკის აპარატს მიმართა. ექიმმა ურჩია კალორიული საჭმელებისგან თავი შეეკავებინა, რათა შედეგი გაეხანგრძლივებინა.“ _განაცხადა კრისტინას დაახლოვებულმა პირმა.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგივე ზელტიკის აპარატი საქართველოშიც ყოფილა, რომელიც საქართველოში კლინიკა „მედი“-მ რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანა.

თქვენ არც შორეულ ამერიკაში მოგიწევთ წასვლა და არც 10 000 დოლარის გადახდა დაგჭირდებათ. „მედი“-ში პროცედურა 750 ლარი ღირს და უპროცენტო განვადებით თვეში მხოლოდ 42 ლარი დაგიჯდებათ.

როგორც მედი-ში გვითხრეს პროცედურაზე უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. რაც მთავარია სასურველი შედეგის მისაღწევად ერთი პროცედურაც საკმარისია. ასე რომ თუ გსურთ ჰოლივუდის ვარსკვლავებისნაირად იდეალური ფიგურა გქონდეთ, არ გაქვთ ვარჯიშისა და დამქანცველი დიეტების დრო, კლინიკა „მედი“ გახდომის უახლეს ალტერნატივას- ზელტიკის აპარატს გთავაზობთ. ერთი პროცედურა ერთი საათი გრძელდება და საკმაოდ კომფორტულია, ხოლო შედეგი გაგაოცებთ.