
"ხარძიანთა გვარს ეს არ გვეკადრება, გამოდით და თქვით სიმართლე, ბოდიში მოუხადეთ გიორგი უდესიანს"
- 2015-04-23 09:14:35
- 1297 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბესიკ ხარძიანის შვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ბიზნესმენის მკვლელობაში მის მეორე ცოლს - ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.
მიხეილ ხარძიანის განცხადებით ის დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა გია უდესიანს, რომელმაც მყარი მტკიცებულებები წარუდგინა ხარძიანს და აჩვენა ვიდეოჩანაწერი . მიხეილ ხარძიანი მოუწოდებს ბესიკ ხარძიანის მეორე მეუღლეს და ოჯახის წევრებს, რომ გია უდესიანს ბოდიში მოუხადონ.
„რატომ აქვთ გიორგი უდესიანის მიერ აშენებული და ნაჩუქარი წავკისის სახლი, გიორგი უდესიანის მიერ ნაჩუქარი ავტომობილით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი , მაინტერესებს ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს? ეს სიმართლე ხომ იციან, ყველა ვიდეო კადრი მაქვს ნანახი და კიდევ მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, საზოგადოების წინაშე და პატრიარქის წინაშე, ხარძიანთა გვარს ეს არ გვეკადრება. გამოდით და თქვით სიმართლე, ნუ შეგყავთ გამოძიება ჩიხში. თქვით სიმართლე თორემ წარდგებით ჩვენი გვარის შეკრებაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი გვარის შეურაცხყოფისთვის.“- განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.
წყარო