ბექა ხოფერია: ''ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით...''

''ბედნიერი ვარ, ქართველი რომ ვარ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინდელი ღამის შემდეგ... მთელს ქალაქში (მოსკოვი) არსად არ შეგხვდებათ იმის განწყობა, რომ ქრისტე აღდგა, არავინ, მათ შორის ნაცნობიც, არ შეგეგებება ამ უწმინდესი სიტყვებით ''ქრისტე აღდგა''... მივედი ქართულ ტაძარში, ''ბალშაია გრუზინსკაია''-ზე მდებარეობს და დამხვდა ჭეშმარიტი საქართველო, უამრავი ხალხი! ყველა ბედნიერი სახით, ყველა გეგებება ამ თბილი მოლოცვით, ნაცნობი თუ უცნობი. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ქრისტე აღდგა! ვულოცავ ყველა ემიგრანტს და სრულიად საქართველოს!!!''- ეს ''ფეისბუქ''-სტატუსი თიკა ჯამბურიას ყოფილ ქმარს, ბექა ხოფერიას ეკუთვნის.

ბექამ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ახლა რუსეთში ცხოვრობს. საქართველოში უამრავი საყვარელი ადამიანი დარჩა: ოჯახის წევრები, შვილი, მეგობრები და შეყვარებული, რომელსაც საზოგადოება მხოლოდ სახელით - ლიკუნათი იცნობდა.

მომღერალ თიკა ჯამბურიასთან დაშორების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ შეყვარეული იყო და დაოჯახებას აპირებდა, მაგრამ ხოფერიამ მხოლოდ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი შეყვარებული ლიკუნა იყო, რომელთან ერთადაც საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტივისტი გახლდათ. წყვილი ხშირად დებდა საერთო ფოტოებს, თუმცა ამბობდნენ, რომ ბექას დედას - ხათუნა ხოფერიას სურდა, შვილი პირველ ცოლს - თიკას შერიგებოდა. ამის შესახებ ქალბატონი ხათუნა ინტერვიუებშიც საუბრობდა.

წაიკითხეთ  სრულად