ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ, 24 აპრილს 1 აშშ დოლარი 2.2589 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2539 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან, 24 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4279 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4293 ლარს შეადგენდა.


წყარო