ასე ებრძვიან რუსი გოგონები ცუდი გზების პრობლემას (+ VIDEO)
- 2015-04-23 20:49:24
- 1620 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რუსმა გოგონებმა ქალაქ ნოვოსიბირსკში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს - გაიხადეს და ერთ-ერთ მაგისტრალზე დაგუბებულ წუმპეში იმპროვიზებული პლაჟი გაითამაშეს. ამ აქციით მათ ქალაქის მერიის ყურადღების მიქცევა სურდათ - გოგონები აპროტესტებენ გზების საშინელ მდგომარეობას ნოვოსიბირსკში.
აქციის დროს გადაღებული ვიდეო ინტერნეტში განთავსდა და მას წინ უძღვის სატირული წარწერა შინაარსით: ”მადლობას ვუხდით ჩვენს კომუნისტ მერს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის აღარაა აუცილებელი ზღვაზე წასვლა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აი, აქ გაგრილდეს და ისიამოვნოს!”
იპროვიზირებული სანაპირო გოგონებმა ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოაწყვეს, სადაც ბიკინებში გამოწყობილები მზეს ეფიცხებიან, წუმპეში ბურთით თამაშობენ, კოქტეილებს მიირთმევენ, ერთმანეთს ტალახიან წყალს ასხამენ და ა.შ.
იხილეთ ვიდეო


