ხევსურულ ტრადიციას შეწირული გოგონა

''ხშირად გვესმის ფრაზები, რომ ქართველობას გვართმევენ, ტრადიციებს გვინგრევენ, მაგრამ ფაქტია, ბევრ ტრადიციას დღემდე ჰყავს მსხვერპლი და მათი დიდ ნაწილი ქალები ვართ'', - ეს სიტყვები საკუთარი ამბის მოყოლამდე 32 წლის მაკამ გვითხრა.

- 28 წლის ვიყავი, გოგა რომ გავიცანი. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ და ჩვენთან მოვიდა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე. სამ თვეში გოგას თანაშემწედ გადამიყვანეს და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მალე ყველამ გაიგო ჩვენ შესახებ, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ორი წელი ისე გავიდა, ვერაფერი გავიგეთ. სულ ერთად ვიყავით, მივლინებებშიც კი ერთად დავდიოდით.

- როგორც ვხვდები, თქვენი ურთიერთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
- არა, გოგას მშობლები და და გავიცანი და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი ურთიერთობით. ერთადერთი, იმას გვეხვეწებოდნენ, რომ მალე დავოჯახებულიყავით. პატარები მართლა არ ვიყავით, მაგრამ საკმაოდ რთული სამსახური გვქონდა. თან გოგა ხევსური იყო და ხანდახან მისი სიჯიუტე მაფიქრებდა, რამდენად კომფორტულად ვიცხოვრებდით ერთად. რამდენჯერმე მისი ხასიათის გამო სერიოზულადაც ვიჩხუბეთ და დაშორებულიც ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა ვძლებდით და შემდეგ ისევ ვრიგდებოდით.

წაიკითხეთ  სრულად