
9 პრეზიდენტი და მათ პირველი სამსახურები (9 ფოტო)
- 2015-04-26 15:49:22
- 3016 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბარაკ ობამა
პრეზიდენტ ობამას პირველ რამდენიმე სამსახურში მინიმალური ანაზღაურება და დაბალი პოზიცია ჰქონდა. მის პირველ მოვალეობას სანაყინე ბასკინ რობინსში ნაყინის მოჭრა წარმოადგენდა. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა, ერთმანეთისგან, აბსოლუტურად, განსხვავებულ პოზიციებზე მხატვრად, ოფიციანტად… კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მაგალითად, ერთ ზაფხულს, მშენებარე მოედნების დალაგებითაც კი შოულობდა მინიმალურ საარსებო წყაროს.
სხვა პრეზიდენტების მსგავსად, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, რუზველტი, ბუში, კენედი, ობამაც სამაგალითო გახლავთ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ყალიბდებიან ხოლმე მისაბაძ პიროვნებებად. გამონაკლისებად, რომლებიც იბადებიან იმისათვის, რომ სხვებს წაუძღვნენ, რადგან კარგად ესმით, რას ნიშნავს მძიმე და გულმოდგინე შრომა, დაბალი ანაზღაურება და ამ დამღლელი და, თითქოს, უშედეგოდ გავლილი გზით მიღწეული გამარჯვება.
რონალდ რეიგანი
რეიგანი, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში თავის მშობლიურ ქალაქ დიქსონში როკ რივერზე მაშველად მუშაობდა. ცნობილია, რომ მან 77 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
მოგვიანებით ის ილინოისის შტატში კოლეჯ ევრიკაში სწავლობდა, გადასახადის ნაწილს საფეხბურთო სტიპენდიით იხდიდა, დანარჩენს აადგილობრივ რესტორანში,_ თეფშების რეცხვაში აღებული ფულით.
1932 წელს რეიგანმა სპორტული გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა აიოვას დავენპორტის რადიოში. რადიოსადგური მას ერთი თამაშის კომენტატორიბაში 10$ ს უხდიდა (ღესდღეობით, ეს თანხა 174 $-ს უდრის).
ჯერალდ ფორდი
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, ფორდი საკვების მაღაზიაში შრომობდა მამინაცვალთან ერთად და ადგილობრივ რესტორანში ბურგერებს წვავდა. პარალელურად, გატაცებული იყო ფეხბურთით, დაუღალავი შრომის შედეგად მან მოგვიანებით მიჩიგანის უნივერსიტეტის სპორტულ ცენტრში გააგრძელა თამაში. ამ პერიოდში მას კონტრაქტებს სთავაზობდნენ ყველაზე პოპულარული გუნდები, მათ შორის: Green Bay Packers და Detroit Lions, მაგრამ ჯერალდმა, ყველასთვის მოულოდნელად, სამართლის შესწავლის სურვილი გამოთქვა და სპორტზე უარი განაცხადა.
ფორდი უნივერსიტეტში მაშინვე არ მოხვედრილა, იმ პერიოდში, ვიდრე ის სწავლისთვის ემზადებოდა, იელში საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, სადაც შემოსავალი 1935 წელს წელიწადში 2,400 $ ჰქონდა(დღევანდელ 42,$-ს გაუტოლდებოდა). აგრეთვე მუშაობდა კრივის მწვრთნელად. ეს მრავალფეროვანი, მძიმე სამუშაო მას ვალების გადახდასა და იელში, სამართლის ფაკულტეტზე მოხვედრაში დაეხმარა, სადაც სწავლა უკვე 1938 წელს დაიწყო.
ჰერბერტ ჰუვერი
ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ჰუვერმა მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია, რომელიც საკერავი მანქანების შეკეთებითა და გაყიდვით იყო დაკავებული. ბიზნესი, მართალია, ჩავარდა, მაგრამ ეს წარუმატებლობა მომავალი პრეზიდენტის ცხოვრების განმსაზღვრელი არ გამხდარა.
ჰერბერტ ჰუვერი 1891 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ამ სასწავლებელში სწავლა უფასო იყო, სტუდენტებს საცხოვრებლის, კვებისა და წიგნების თანხის გადახდა მაინც უხდებოდათ. ხარჯების დასაფარად, მომავალი პრეზიდენტი სამრეცხაოში მუშაობდა, ის რეცხვის სერვისს სხვა სტუდენტებს სთავაზობდა და ამ გზით ნორმალური თანხის გამომუშავებას ახერხებდა. უნივერსიტეტის დამთავრება ჰუბერტმა ყველანაირი ვალის გარეშე შეძლო, მეტიც, როგორცთავად ამბობდა, გამოშვების დღეს მას ჯიბეში 40$-ც კი ჰქონია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჰუვერმა კალიფორნიის მაღაროში დაიწყო მუშაობა სადაც კვირაში 70 საათს შრომობდა და ურიკების თრევაში დღეში 2$-ს იღებდა (რაც დღევანდელ 56$-ს უდრის).
რიჩარდ ნიქსონი
ნიქსონის ოჯახიც მუშათა კლასის ღარიბი წარმომადგენელი გახლდათ. მათი ფინანსური პრობლემები ლიმნის პლანტაციით დაიწყო, რომელიც 1922 წელს შეიძინეს. წარუმატებელი წარმოების შემდეგ ნიქსონის მამამ პროდუქტების მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური გახსნა კალიდორნიაში, სადაც მთელი ოჯახი მუშაობდა კიდეც.
ნიქსონი ვალდებული იყო ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე ლოს-ანჯელესში გამგზავრებულიყო და ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩამონათვალი შეედგინა.
1930 წელს ნიქსონმა Whittier College-ში ჩააბარა და მოგვიანებით Duke University’s law school-ში სწავლისთვის დაფინანსება მიიღო.
ლინდონ ჯონსონი
1924 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ლინდონ ჯონსონის ცხოვრებაში დადგა ხანა, რომელსაც მისი ბიოგრაფები “დაკარგულ პერიოდად” მოიხსენიებენ. 5 მეგობართან ერთად მან შეიძინა მაქნანა და ტეხასიდან კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში შემთხვევით სამუშაოებზე მუშაობით ირჩენდა თავს. მოგვიანებით ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სხვადასხვა ტიპის ხელსაქმით იყო დაკავებული.
1927 წელს ჯონსონი Southwest Texas State Teachers College-ში ჩაირიცხა და პატარა პროვინციაში ესპანური ენის სტურდენტ-მასწავლებლადაც მუშაობდა.
1930 წელს ჯონსონმა კოლეჯი დაამთავრა, მისი პირველი ანაზღაურება მასწავლებლის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა მანამ, ვიდრე კონგრესის დელეგაციის თანაშემწის პოზიციას შესთავაზებდნენ, წელიწაში $1,530 გახლდათ (დღევანდელი $21,796).
ჯიმი კარტერი
კარტერი ჯორჯიაში ცხოვრობდა. ბავშვობაში, 10 წლის ასაკიდან მშობლებს მიწისთხილის ფერმაში სამუშაო საქმეებში ეხმარებოდა და პროდუქტი გასაყიდად დაჰქონდა ქალაქში.
ჯიმი კარტერი მოგვიანებით U.S. Naval Academy-ში ჩაირიცხა. ფლოტში რამდენიმეწლიანი სამსახურის შემდეგ, მამამისის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა ოჯახს დაბრუნებოდა. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ 1954 წლის გვალვამ ფერმის მოსავალის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, ისე რომ მათ მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ, 187$ ჰქონიათ შემოსავალი (1,654 $ -ს უდრის). მიუხედავად ამისა, პოლიტიკაში მოსვლამდე, კარტერი ოჯახურ მემკვიდრეობას, მამის დანატოვარ ფერმის მეურნეობას წარმატებით უძღვებოდა.
ბილ კლინტონი
კლინტონს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ბოლო კურსზე სწავლისას შეექმნა ფინანსური პრობლემები. მან გარკვეული სტიპენდიებით, გამომუშავებითა და მშობლების დახმარებით სასწავლებლის დასრულება შეძლო. მისი მამინაცვალი Buick dealership-ის მესაკუთრე იყო, ხოლო დედა,_ მედდა.
კლინტონი თავის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც U.S. Senate Foreign Relations Committee-ში კლერკის პოზიციაზე არასრული სამუშაო დღე შესთავაზეს. ამ თანამდებობაზე მისი ანაზღაურება წელიწადში 3,500$-ს შეადგენდა, რაც დღევანდელ 25,699 $-ს უდრის. “მიუხედავად ამისა, მე მაშინ არავისთვის მითქვამს, რომ შესაძლოა, მალე ჯორჯთაუნის დატოვება მომწეოდა და სახლში ან ნაკლებფასიან კოლეჯში გდადავსულიყავი.”
ჯორჯ ბუში
ბუში ახალი ინგლისის უძველესი წარმომავლობის მქონე ოჯახიდან იყო, ფინანსური პრობლემა მას, სავარაუდოდ, სწავლისა და ცხოვრების განმავლობაში არასდროს შეექმნებოდა, მაგრამ სურდა ცხოვრება თავად ემართა და ყველაფრისთვის საკუთარი ძალებით მიეღწია.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისა და იელის დამთავრების შემდეგ, ბუში საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა, რომ ნავთობის ბიზნესში გამოეცადა თავი. მან მეგობრის მამის ნავთობის მომპოვებელ კომპანიაში კლერკის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და წელიწადში 375$-ს, დღევანდელ 3.748$-ს გამოიმუშავებდა. კლერკად მისი მუშაობის პერიოდი დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 1950 წელს მან მეგობართან ერთად ნავთობის საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც მოგვიანებით Zapata Petroleum-თან გაერთიანდა და ბუში ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის პრეზიდენტიც გახდა.
წყარო - interest.ge