ლარი დღეს საგრძნობლად გაუფასურდა

ლარი თავის ანტირეკორდს უახლოვდება - 1999 წლის 8 მარტს ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.3-იან ნიშნულს გადაცდა და სებ-ის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსმა 2.3087 შეადგინა, წინა მონაცემთან შედარებით ლარი 0,0235- ით გაუფასურდა.
ლარი 0.0479-ით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ფასი 2.5293 ლარია.

1 აშშ დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 2.34-2.35 ლარის ფარგლებშია. საქართველოს ბანკში 1 დოლარის გასაყიდი ფასი 2.347-ია, თიბისი ბანკში კი 2.3500. ლიბერთი ბანკში კი 2.3350.

საგრძნობლად მოიმატა ევროს ფასმაც საქართველოს ბანკში 1 ევროს შეძენა 2.6050 ლარად არის შესაძლებელი, თიბისი ბანკში 2.6060-ად. ლიბერთი ბანკში კი 1 ევრო 2.5950 ლარი ღირს.

წყარო