„ა-სტუდიოს“ პირველი სოლისტი გარდაიცვალა


პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, „ა-სტუდიოს“ პირველი, სოლისტი ბატირხან შუკენოვი გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, 53 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

შუკენოვის გარდაცვალებას ჯგუფის ამჟამინდელი სოლისტი, ქეთა თოფურია ინსტაგრამზე გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.

ბატირხან შუკენოვი 1962 წელს ყაზახეთში დაიბადა. ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფის „ა-სტუდიოს“ სოლისტი 80-იანი წლების ბოლოს გახდა. 2000 წელს კი სოლო კარიერის დაწყების მიზეზით, მან ჯგუფი დატოვა.




წყარო