რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე?

საქართველოში საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, სად გავატაროთ სასიამოვნოდ შვებულება რთული და დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ.

ჩვენს ქვეყანაში არსებული ბევრი კურორტიდან, ერთ-ერთი გამორჩეული ბახმაროა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბახმაროში დასვენება რეკომენდებულია სისხლნაკლებობით, ასთმით, ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ბახმაროში საკურორტო სეზონი ზაფხულში იხსნება და 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე სრულდება, თუმცა დამსვენებელთა სიმრავლე კურორტზე აგვისტოს ბოლომდე შეინიშნება. საკურორტო სეზონის განმავლობაში კოტეჯის დაქირავების ფასი 1000 დოლარიდან იწყება და 3000 დოლარსაც კი აღწევს. სასტუმრო ნომრის ფასი კი 130 დოლარიდან იწყება და 200 დოლარამდე მერყეობს. თანხაში შედის ოთხჯერადი კვება. 145 დოლარს აღწევს დასვენება სამჯერადი კვებით "ბორჯომი პალასში". სასტუმროში ფუნქციონირებს კინოთეატრი, სტუმრებისთვის ეწყობა ცხენებზე გასეირნება. სტუმრებს ასევე ემსახურება ელექტრომობილი, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ.

თუ სასტუმრო "საირმეში" მაისის თვეში დასვენება გსურთ, მდინარის ხედით ნომრის ღირებულების ფასი ერთი დღით 79 დოლარი, ბუნების ხედით ნომერში დასვენება კი 69 დოლარია. მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება, შვედური სუფრა და ექიმის პირველადი კონსულტაცია. თუმცა, განსხვავებული ფასის გადახდა მოუწევს მათ, ვინც სასტუმრო "საირმეში" დასვენებას ივნისის თვეში გადაწყვეტს – მდინარის ხედით ნომერში 99 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ბუნების ხედით ნომერში კი 89 დოლარის.

წაიკითხეთ  სრულად  ბიზნეს  საიტზე